Posts

Showing posts from March, 2024

სწავლის ეფექტური მეთოდი

  სწავლა შეიძლება ეფექტური იყოს აღმზრდელობით, ხელშემწყობ და ემოციურად უსაფრთხო გარემოში. ამის მისაღწევად, აღმზრდელ-პედაგოგები ცდილობენ, შექმნან პოზიტიური და სანდო ურთიერთობები იმ ბავშვებს შორის, რომლებზეც ზრუნავენ. ამის მიღწევა შესაძლებელია ინტერაქციითა და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვით. პედაგოგები, აგრეთვე, ცდილობენ, დაადგინონ და დააკმაყოფილონ თითოეული ბავშვის საჭიროებები და ინტერესები, ყოველდღიურად შეაფასონ გამოცდილებები და მიზნის მისაღწევად ოჯახებთან და საზოგადოებასთან რეგულარული კომუნიკაცია დაამყარონ.

აღმზრედელი და აღსაზრდელი

  ბევრი ადამიანი თვლის, რომ განათლების სექტორში მუშაობა რიგითი პროფესიაა, თუმცა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს ბევრად დიდი მისია აქვთ შესასრულებელი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 3 წლის ასაკში ბავშვების ტვინის თითქმის 85% უკვე ფორმირებულია. ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრობა კი ბავშვებისთვის არის შესაძლებლობა, უკვე არსებულ ფუნდამენტს დააშენონ ის უნარები, რომლებიც მომავალ წლებში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ამ მნიშვნელოვანი მისიის განმახორციელებელ ძირითად ბირთვს კი აღმზრდელ-პედაგოგები წარმოადგენენ.